View
Home About Us Services Projects Blog Contact
Book a Service
September 30, 2025 · ინტერიერის დიზაინი & დეველოპმენტი

მინიმალისტური სიმყუდროვე


49 კვადრატული მეტრი – მცირე სივრცეა, თუმცა ინტერიერის დიზაინერის სწორი დაგეგმვით სივრცე სრულად ავითვისეთ.

ბინას სტუდიოს ტიპის განლაგება აქვს, ამიტომ სამზარეულო და მისაღები ერთმანეთში ბუნებრივად გადადის – ზონები ვიზუალურად ერთმანეთს ერგება და სივრცე ფუნქციურია. ავეჯის ფერები შეგნებულად შევარჩიეთ ისე, რომ ფანჯრიდან შემოსულ ბუნებრივ განათებასთან ჰარმონიაში იყოს – დღის განმავლობაში ინტერიერი ტონალობას იცვლის და სივრცე „ცოცხლობს“.

აბაზანაში გამოყენებულია სამი ტიპის ფილა, თუმცა კონტრასტის ნაცვლად, მასალები ერთმანეთში რბილად გადადის და ვიზუალურად უფრო ღრმა სივრცის ეფექტს ქმნის.

საძინებელი გადაწყვეტილია ნათელ ფერებში, რათა დღის ბოლოს ოთახში შესვლა სიმშვიდეს უკავშირდებოდეს.