View
Home About Us Services Projects Blog Contact
Book a Service
ოქტომბერი 9, 2025 · ინტერიერის დიზაინი & დეველოპმენტი

თანამედროვე მშვიდი ცხოვრება

interieris dizaini

ეს დასრულებული ბინის დიზაინი აერთიანებს თანამედროვე სტილსა და მშვიდ ელეგანტურობას. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დეტალებზე: კედლის პანელები და მოლდინგები ინტერიერს დახვეწილობას მატებს, ხოლო მუქი აქცენტები – სიმტკიცესა და ინდივიდუალურობას.

სახლის შიდა დიზაინი დაგეგმილი იყო ისე, რომ ბუნებრივი სინათლე მაქსიმალურად შემოსულიყო სივრცეში. სწორედ ამიტომ, გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟებიანი ტიხრები, რომლებიც არამხოლოდ ზონირებას უზრუნველყოფს, არამედ სივრცეს ღია და ჰაეროვნად ტოვებს.

ღია გეგმარების სამზარეულოს დიზაინი და სასადილო ზონა ქმნის კომფორტულ გარემოს ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ხოლო მისაღები ოთახი თანამედროვე განათებითა და ფუნქციური ავეჯით გამოხატავს თანამედროვე სახლებისთვის დამახასიათებელ დახვეწილობას.

აბაზანის ინტერიერი, ოქროსფერი დეტალებითა და მარტივი ფუფუნებით, ხაზს უსვამს პროექტის კონცეფციას – სახლის დიზაინი და რემონტი შეიძლება ერთდროულად იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ელეგანტური.